geo eng

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 მაისის #441 ბრძანებულების საფუძველზე.

MCA-Georgia შედგება: სამეთვალყურეო საბჭოსაგან, მენეჯმენტის გუნდისაგან და საკონსულტაციო კომიტეტისაგან. MCA-Georgia-ს მიზანია მეორე კომპაქტის ფარგლებში პროექტების მართვა, ზედამხედველობა და მონიტორინგი. კერძოდ, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების პროგრამებისა და საკლასო, ეროვნული შეფასებების განხორციელება და განათლების სფეროში ჩატარებული საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის მიღება; ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი, პროფესიული განათლების უზრუნველყოფა; და საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების განხორციელება STEM (საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის) დარგებში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მენეჯმენტის  გუნდს ხელმძღვანელობს აღამსრულებელი დირექტორი.  მენეჯმენტის გუნდი ანგარიშვალდებულია ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.  მენეჯმენტის  გუნდი მართავს კომპაქტის პროექტებს და ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის, აფორმებს ხელშეკრულებებს, ახორციელებს პროგრამულ მართვას, ფინანსურ მართვას, მონიტორინგსა და შეფასებას, ამზადებს ანგარიშებს და ა.შ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მენეჯმენტის გუნდი შედგება შემდეგი წევრებისაგან (რაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებით - კომპაქტით, დანართი I-17):


მაგდა მაღრაძე

აღმასრულებელი დირექტორი

ირაკლი ჩხაიძე

ფინანსური დირექტორი

ნოდარ სურგულაძე

უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი

დიმიტრი ქემოკლიძე

შესყიდვების დირექტორი

რუსუდან კემულარია

დირექტორი იურიდიულ საკითხებში

გიორგი კოპალეიშვილი

მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი

ქეთევან მამინაიშვილი

გენდერულ და სოციალურ საკითხებში დირექტორი

ზურა სიმონია

მონიტორინგის და შეფასების დირექტორი

გიორგი ლებანიძე

გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი

ნინო უძილაური

ზოგადი განათლების პროექტის დირექტორი