geo eng

ქეთევან მამინაიშვილი

გენდერულ და სოციალურ საკითხებში დირექტორი

სოციალური და გენდერული შეფასების დირექტორის თანამდებობასზე მუშაობისას ქეთევან მამინაიშვილის ამოცანაა მოახდინოს სოციალური და გენდერული ასპექტების ინტეგრირება ათასწლეულის განვითრების ფონდი - საქართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში.

ქეთევან მამინაიშვილის პროფესიული კარიერა მოიცავს 20 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო განვითარების, მიგრაციის, გენდერული თანასწორობისა და განათლების სფეროებში. მას უმუშავია სხვადასხვა ტექნიკურ, საკონსულტაციო და აღმასრულებელ თანამდებობებზე მსოფლიო ბანკის პროექტებში, საერთაშორისო ორგანიზაციაში - „Care-საქართველო“, ევროკავშირის პროექტსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიაში.

ათასწლეულის განვითარების ფონდ - საქართველოში მუშაობის დაწყებემდე ქეთევანი აქტიურად მუშაობდა მიგრანტ ქალებთან, დაბრუნებულ მიგრანტებთან, იძულებით გადააგილებულ პირებთან და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან.

ქეთევან მამინაიშვილმა მიიღო უმაღლესი განათლება  თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტსა და სახლმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკულ ინსტიტუტში. მსოფლიო ბანკის პროექტებში მუშაობის პერიოდში მან აგრეთვე მიიღო განათლება საბერძნეთში, ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში, მარკეტინგისა და მართვის სფეროში.  

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში მოღვაწეობის დროს ქეთევანი ახორციელებდა სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებდა ქალებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, მათი განათლებისა და პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფას და დასაქმების ხელშეწყობას.

ქეთევანი წარმოადგენს გენდერის თემატური ჯგუფის წევრს და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან, დონორ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ქეთევან მამინაიშვილს ყავს ოჯახი და ოთხი შვილი.