geo eng

ნინო უძილაური

ზოგადი განათლების პროექტის დირექტორი

ნინო უძილაური მუშაობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ზოგადი განათლების პროექტის დირექტორის თანამდებობაზე. ნინო უძილაურმა დაიწყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოში მუშაობა 2013 წლის ივლისში. 2007 წლიდან ნინო უძილაური მუშაობს განათლების სისტემის სფეროში. ნინომ კარიერა დაიწყო განათლების და მეცნიერების სამინისტროში ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამის შემდეგ, ნინოს ეჭირა მენეჯერული პოზიციები  USAID-ის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა განათლების პროექტებში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია  ქემონიკსი ახორციელებდა. განათლების მართვის პროექტში ნინოს ეჭირა განათლების დეცენტრალიზაციის სპეციალისტის თანამდებობა 2010- 2012 წლებში, ხოლო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში - პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფისა და პოლიტიკის განვითარების დირექტორის პოზიცია (2012-2013).  ნინო ასევე მუშაობდა ბავშვების, სკოლებისა და ოჯახების სამთავრობო დეპარტამენტში ლონდონში (დიდ ბრიტანეთში).

2010-2012 წლებში ნინო ასწავლის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ღია საზოგადოება საქართველოს უმაღლესი განათლების მხარდამჭერი პროგრამის სტიპენდიანტი, ხოლო 2013 წლიდან ასწავლის, როგორც მოწვეული ლექტორი კვლევის მეთოდებს.

ნინო უძილაურს აქვს ვორვიკის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი კვლევის მეთოდებში; ასევე აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი ფსიქოლოგიაში. ნინო არის ჰანსარდის მვკვლევართა პროგრამის სტიპენდიანტი და ფლობს დიპლომს ლონდონის პოლიტიკისა და ეკონომიკის სკოლიდან დემოკრატიასა და საჯარო პოლიტიკაში. ნინო აროს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტისა და ევროკავშრის  სხვადასხვა სტაჟიორული პროგრამების სტიპენდიანტი. ნინო თავისუფლად ფლობს შემდეგ ენებს: ქართული, ინგლისური, რუსული და გერმანული.