geo eng

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულება უზრუნველყოფს გარემოს დაცვით და მდგრადობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ინტეგრაციას კომპაქტისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემუშავებასა და განხორციელებაში.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ მდგრადი ეკონომიკური განვითარება კავშირშია ჯანსაღ გარემოსთან. ამდენად, ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც სათანადოდ არ აფასებს გარემოსადმი გაუფრთხილებლობის რისკებს, კიდევ უფრო ზრდის სიღარიბეში მყოფთა მოწყვლადობას.

ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation - MCC) წესებსა და რეგულაციებთან შესაბამისობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო იღწვის, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას კომპაქტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების საშუალებით და ამავდროულად, ერთი მხრივ, შეამციროს გარემოსადმი და სოციალური საკითხებისადმი გაუფრთხილებლობის რისკი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნას ბუნებრივი რესურსების დაცვის მექანიზმები.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ ახლახანს განაახლა თავისი გარემოს დაცვის რეგულაციები, რომლის მიხედვით მან ოფიციალურად მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მოქმედების სტანდარტები. ამით ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ძალისხმევას, რომ გაძლიერდეს მის მიერ დაფინანსებული პროექტების ეფექტიანობა და მდგრადობა, გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების გაუმჯობესებული მართვის მეშვეობით.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მოქმედების სტანდარტები გვთავაზობს ყოვლისმომცველ და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მართვაში. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ასევე გვთავაზობს რვავე სტანდარტის განმარტებით ბარათებს, რომლებსაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ნებაყოფლობით იყენებენ, რათა გაუმჯობესდეს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების ხარისხი და შედეგები. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია პერიოდულად აწვდის პარტნიორ ქვეყნებს დამატებით ინსტრუქციებს გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მართვის სფეროში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო კომპაქტის ფარგლებში ყველა შესაბამის სამუშაოს გაწევს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მოქმედების სტანდართებთან შესაბამისობაში.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მოქმედების სტანდარტების სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გარემოს დაცვის რეგულაციები

საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის გარემოს დაცვისა და სოციალური სტანდარტები