geo eng

სკოლების ინფრასტრუქტურა

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების კომპონენტი

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტით, განსაზღვრულია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების აქტივობები.  პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

სკოლების შერჩევა ხორციელდება დამოუკიდებელი კომპანიის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და MCA-Georgia-სთან თანამშრომლობით, წინასწარ შემუშავებული სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევის მეთოდოლოგიით. აღნიშნული მეთოდოლოგია ითვალისწინებს პროექტით განსაზღვრულ პრიორიტეტებს და მოიცავს შერჩევის შემდეგ კრიტერიუმებს: სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, MCC-ის მიერ დადგენილი ეკონომიკური უკუგების განაკვეთი, ბენეფიციართა რაოდენობა და პროექტის შედეგების შეფასების შესაძლებლობა.

საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სტრატეგია, ჩარჩო და განხორციელების გეგმა

კომპაქტის ზოგადი განათლების კომპონენტი მოიცავს საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამის შემუშავებას. საქართველოს სკოლებში მოვლა-პატრონობის სისტემის დანერგვა MCC-ის მიერ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებული ინვესტიციის მდგრადობას უზრუნველყოფს.

მოკლე და გრძელვადიანი შედეგების აღწერა

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გავითარების კომპონენტი მიზნად ისახავს გაუმჯობესებული სასწავლო პირობებისა და გარემოს უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროექტის ბენეფიციარების უკეთესი დასაქმების და შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

მოკლევადიან პერსპექტივაში პროექტი მიზნად ისახავს:

  • წინასწარ შერჩეული საჯარო სკოლის რეაბილიტაციას;

  • სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას;

  • სკოლების მოვლა-პატრონობის პრაქტიკის გაუმჯობესებას საქართველოში.

სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევის პროცესის მოკლე აღწერა

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტია 140 მილიონი აშშ დოლარი.

კომპაქტის დაფინანსებით 2014 წლიდან მიმდინარეობს სკოლების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ წინასწარ შემუშავებული და საქართველოს მხარესთან შეთანხმებული შესარჩევი კრიტერიუმების მიხედვით კომპაქტით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სკოლების მთლიანი სიის დაზუსტება. შერჩეული სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება  2015-2018 წლებში და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. 2015 წელს რეაბილიტაცია დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში.

კომპაქტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სკოლების სია განისაზღვრება შერჩევის ორი ფაზის შედეგად.

პირველი ფაზა: საქართველოს სკოლების ერთობლიობიდან (ჯამში 1692 სკოლა), პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციოდ დასაშვებ კრიტერიუმებად განისაზღვრა:

  • მხოლოდ საჯარო სკოლები

  • სკოლები, რომლებიც არ მდებარეობს თბილისში

  • სკოლები, რომელთაც არ გააჩნიათ სტრუქტურული (კონსტრუქციული) პრობლემები                                                

  • სკოლები, რომლებიც არ განიხილებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014-2019 წლისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ნუსხაში.

მეორე ფაზა: დასაშვები სკოლების ერთობლიობიდან (ჯამში 312 სკოლა)  საქართველოს ყველა რეგიონიდან სარეაბილიტაციო სკოლების სია (სავარაუდოთ 100 სკოლამდე) განისაზღვრება შემდეგი „პრიორიტეტული შერჩევის კრიტერიუმების“ მიხედვით:       

  • შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა

  • მოსწავლეთა საერთო რაოდენობა

  • სოციალურად დაუცველ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი

  • ერთ მოსწავლეზე არსებული მ2-ის განაწილება

  • ეთნიკური უმცირესობების სკოლები.

რეგიონების მიხედვით დასაშვები სკოლების სავარაუდო განაწილება:

რეგიონის დასახელება

პროცენტული განაწილება

აჭარა

3%

გურია

3%

იმერეთი

20%

კახეთი

19%

მცხეთა-მთიანეთი

2%

ქვემო ქართლი

14%

რაჭა-ლეჩხუმი

3%

სამეგრელო-ზემო სვანეთი

8%

სამცხე-ჯავახეთი

8%

შიდა ქართლი

20%

სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევის მეთოდიკა გულისხმობს სტატისტიკური მოდელის გამოყენებას, რაც გამორიცხავს ამა თუ იმ საჯარო სკოლის შერჩევას სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე.

სკოლების შერჩევის სტატისტიკური მოდელი შემუშავებულ იქნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დამოუკიდებელი შემფასებელი კომპანიის მიერ.

სკოლების რანჟირება ხდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

რანჟირების ქულა = (– 0.5λ + 0.1γ – 0.3μ + 1.5β – 0.3σ)/5

λ = სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა (მაგალითად: სახურავის, ფანჯრების, მზიდი/გარე კედლების მდგომარეობა)

γ = სოციალურად დაუცველი მოსწავლეობის პროცენტული განაწილება

μ = ერთ მოსწავლეზე არსებული მ2-ის განაწილება

β = მოსწავლეების საერთო რაოდენობა

σ = λ, γ, μ, β ცვლადების სტანდარტული გადახრის კოეფიციენტი

 

დღეისათვის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 46 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის/ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.  ჯამში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 107,600 - ზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართს საქართველოს საჯარო სკოლებში, ხოლო, სასწავლო გარემო გაუუმჯობესდა 17 ათასამდე მოსწავლეს.                                                                                                                                   

მიმდინარეობს 13 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში.

დასრულდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 33 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.  აღნიშნული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.