geo eng

პარტნიორი უნივერსიტეტები

ამერიკული აკადემიური საგანმანათლებლო ხარისხის პროგრამებს სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად მათ ბაზაზე ახორციელებს, რაც საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამების სასწავლო გეგმები, აკადემიური პერსონალის ტრენინგის პროგრამების და პროგრამული აკრედიტაციის (ABET, CSA, WASC) საკითხები შესაბამისობაში არის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერიტეტისა და ამერიკულ პროფესიულ სტანდარტებთან.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სხვა საბაკალავრო პროგრემაების მსგავსად, სასწავლო გეგმაში შეტანილი აქვს ზოგადი განათლების მოდული, რაც სტუდენტებს უვითარებს ზოგად უნარებს, რაც აუცილებელია მიღებული ცოდნის ფართოდ გამოყენებისთვის, თანამედროვე კვალიფიციური სამუშაო ძალისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი პასუხისმგებელია სტუდენტების მოზიდვაზე, სასწავლო გეგმების ხარისხის უზრუნვეყოფაზე, შენობისა და აღჭურვილობის მოდერნიზებასა და პროგრამების განხორციელებაზე.

ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებისთვის, სტუდენტების სათანადო მომზადებისთვის და აკადემიური სტანდარტების მაღალი დონის უზრუნველყოფისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნებს ინგლისური ენის შემსწავლელ აკადემია. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე. აკადემიური ინგლისური ენის კარგად ფლობა დაეხმარება სტუდენტებს სამეცნიერო ლიტერატურის კითხვისას, უცხოელ მეცნიერებთან ინფორმაციის და მოსაზრებების გაზიარებისას და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებზე მონაწილეობისას. პროგრამებზე დაშვების მიზნით, ყველა სტუდენტს მოეთხოვება ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა.

 

პარტნიორ ადგილობრივ უნივერსიტეტებში შემდეგი პროგრამები განხორციელდება

 

ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ელექტრული ინჟინერია

  • კომპიუტერული ინჟინერია

  • კომპიუტერული მეცნიერებები 

  • ქიმია (ბიოქიმიის განხრით)

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ელექტრული ინჟინერია (მიკრო ელექტრონიკის განხრით)

  • კომპიუტერული ინჟინერია

  • სამოქალაქო ინჟინერია 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  • სამოქალაქო და სამრეწველო ინჟინერია 

  • ელექტრული ინჟინერია 

  • კომპიუტერული ინჟინერია

  • ქიმია/ბიოქიმია