geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ბლოგერების შესარჩევ კონკურსს სტუდენტებისთვის

2016-01-21

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს კონკურსს ბლოგერების შესარჩევად. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საფეხურის სტუდენტს. ბლოგერების პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი. 

პროგრამის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:

-         მიიღონ ახალი ცოდნა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის და განათლების სექტორში მიმდინარე სიახლეების შესახებ.

-         მოამზადონ ბლოგები და სტატიები კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ. კომპაქტი წარმოადგენს 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევას.  ხორციელდება პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. 

-         გაეცნონ საქართველოს და აშშ-ის განათლების სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

-         დაამყარონ ახალი კავშირები, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში.  

მონაწილეები დაჯილდოვდებიან პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით. პროგრამის ბოლოს კი დაჯილდოვდებიან ის ბლოგერები, რომლებიც გამორჩეულნი იქნებიან პოსტების და ბლოგების მნახველების უმაღლესი მაჩვენებლით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია და თქვენ მიერ შექმნილი ორი ნაშრომი (ერთი ქართულ და ერთი ინგლისურ ენაზე) ელ.ფოსტაზე: info@mcageorgia.ge

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მარტი.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 2 428 528, ელფოსტა: info@mcageorgia.ge

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

www.mcageorgia.ge