geo eng
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში აცხადებს აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტების მიღებას და ადრეულ რეგისტრაციას

2016-02-11

2016 წლის 5 თებერვალს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (San Diego State University - SDSU) საქართველოში კომპიუტერული მეცნიერებების ახალ საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტების მიღება და ადრეული რეგისტრაცია გამოაცხადა. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანი კენ უოლში.

ადრეული რეგისტრაციის ფარგლებში, აბიტურიენტები, რომლებიც 15 თებერვლიდან 15 მარტამდე შეიტანენ საბუთებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით გაივლიან შიდა შერჩევის პროცესს, პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-ში და ავტომატურად მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას უნივერსიტეტისგან. წინასწარ ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უნივერსიტეტში ოფიციალურად მიღებისთვის უნდა გაიარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

2016 სასწავლო წელს სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე:

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში.  კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.  პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ელენე ალადაშვილი 577974004 ealadashvili@mail.sdsu.edu 

სოფიო ჭაავა 577042288 schaava@mail.sdsu.edu

ან ეწვიეთ: SDSU – საქართველოს ვებგვერდებს: | Georgia.sdsu.edu | www.facebook.com/SDSU.Georgia