geo eng
კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას“

2016-05-05

4 მაისს, გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს კონკურსიბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებასგამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის მიზანია საქართველოში მოქმედი ისეთი კომპანიებისა და ორგანიზაციების გამოვლენა, რომლებიც ამკვიდრებენ ქალთა პროფესიული განვითარების და წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას. 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული არიან: BP საქართველო, ლივინგსტონ, თიბისი ბანკ და ასოციაციაქართული ღვინო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ. მან, ფონდის სახელით გამოხატა მზადყოფნა, რომ ამ კონკურსმა მიიღოს ტრადიციული ხასიათი და ყოველწლიურად ჩატარდეს.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილემ, სონია შარიგიანმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პრიორიტეტს. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით გამოვლინდა ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ განვითარებას, ქალების მიერ არატრადიციული დარგების პროფესიად არჩევას, აგრეთვე, თანაბრად უზრუნველყოფენ თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგებით, ეხმარებიან პროფესიული კონტაქტების დამყარებაშიაღნიშნა ქეთევან მამინაიშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს გენდერული და სოციალური ჩართულობის დირექტორმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორმა, კერინ გორანსონმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართული კომპანიები ინტერესდებიან გაეროს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპებითდა რომ აღნიშნული კონკურსი ეხმიანება მეოთხე პრინციპს: ქალთა განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პრიორიტეტული ამოცანაა, საგანმანათლებლო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს ქალებს, მიიღონ განათლება, რათა სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში, ყველა დონეზე და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება, რადგან გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, შესაბამისად