geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე 13 გუნდი გადავიდა

2016-11-25

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2017-2018 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალური ეტაპის შედეგები უკვე ცნობილია.  დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ, მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან, კონკურსის მესამე, ფინალური ეტაპისთვის  შეარჩია ცამეტი გუნდი. შერჩევა მოხდა გუნდებთან ინტერვიუების საფუძველზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით. კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ხობის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან.

ფინალში გასულ გუნდებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა განავითარონ თავიანთი ინოვაციური პროექტები და დასრულებული სახით წარადგინონ კონკურსის ფინალში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2017 წლის თებერვალში, თბილისში. კონკურსის ფინალში, გუნდები კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს. ექსპერტთა კომისია შეარჩევს გამარჯვებულებს, რომელთაგან პირველ ადგილზე გასული, 2017 წლის აპრილში, გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. წელს, კონკურსის მეგობარი გახდა კომპანია ჯეოსელი.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.  

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტების სია:

  1. მთვარის როვერის ძრავა „ბორჯღალმობილი“ | სერვანტესის სახელობის სკოლა–გიმნაზია“აია–GESS”, თბილისი; ახალი ლიცეუმი, თბილისი;

  2. ინოვაციური განშლადი საყრდენი კარკასი მარსის ბაზისათვის | სერვანტესის სახელობის სკოლა–გიმნაზია“აია–GESS”, თბილისი;

  3. თვითგანვითარებადი მოწყობილობები | ვლ. კომაროვის ფიზიკა–მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი;

  4. გეოლოგიური საფთხეები | წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია, სენაკი;

  5. Emergency Smart Watch  | დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი,  თბილისი;

  6. Smart Key | სკოლა ოლიმპი, თბილისი;

  7. ოპტიმიზირებული პარკირების სისტემა – „სმარტ–პარკინგი“ | სკოლა–ლიცეუმი „მწიგნობართუხიცესი“, თბილისი; ვლ. კომაროვის ფიზიკა–მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი;

  8. მარსზე ბაზის ენერგომომარაგებისთვის ჰიპოტეტური მოწყობილობა „Mars Devil Hunter(MDH)” | | სერვანტესის სახელობის სკოლა–გიმნაზია“აია–GESS”, თბილისი;

  9. სუპერ თვალი | 61–ე საჯარო სკოლა, თბილისი; შპს. ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა, თბილისი;

  10. Non-stop | 130-ე საჯარო სკოლა, თბილისი; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისი;

  11. ყურძნის წიპწისგან ბიოდიზელის წარმოება | მეფე ერეკლე II-ის სახელობის N1 საჯარო სკოლა, თელავი;

  12. მაგნიტური ლიფტი | მე–17 საჯარო სკოლა, ქუთაისი.

  13. გრაფენის ძრავა | სკოლა „არეა“, ხობი; სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, ხობი.