geo eng
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მორაგბეთა ნაკრები თბილისში

2017-04-04

28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოს ვიზიტით ეწვია აშშ-ის ქალაქ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მორაგბეთა ნაკრები - „აცტეკები“. 

სან დიეგოს უნივერსიტეტის რაგბის კლუბი “აცტეკები” საქართველოში ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. 

2 აპრილს გაიმართა ამხანაგური მატჩი სან დიეგოს უნივერსიტეტის მერაგბეებსა და ქართველი მოყვარულებისა და ვეტერანების გუნდ “დევებს“ შორის, რომელიც აცტეკების უპირატესობით, ანგარიშით 55:15 დასრულდა.  მატჩს ამერიკის ელჩი საქრთველოში იენ კელი, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და მათი შვილები, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები, სტუდენტები და რაგბის ქომაგები დაესწრნენ.

ამხანაგურ მატჩამდე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მორაგბეები, ვიზიტის დროს, ქართველი მორაგბეების გუნდს „ჯიქები“ შეხვდნენ  და საწვრთნელი თამაში გამართეს მათთან ქალაქ გორში.   

ამერიკელი რაგბისტები, ასევე, შეხვდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეებს.