geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულები დააჯილდოვა

2017-04-23

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საგრანტო კონკურსის II რაუნდში, რომლის მიზანი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, 64 განაცხადი შემოვიდა. დასაფინანსებლად შეირჩა ათი პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 258,283 აშშ დოლარია, საიდანაც საგრანტო თანხა 172,186 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 33% (86,097 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.

დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, შემუშავდება დისტანციური სწავლების მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელი შეეწყობა მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ზრდასრულებში კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაციას, დაინერგება კერძო სექტორთან თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილების მოდელები და გაძლიერდება სამეწარმეო განათლება ფორმალურ და არა-ფორმალურ განათლებაში.