geo eng
ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები უკვე NASA-ში არიან

2017-05-02

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი “სმართ ქიდს“ უკვე ჰიუსტონშია, სადაც Space Center University - სასწავლო პროგრამაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას ქართველო მონაწილეები.

პროგრამის პირველ დღეს გამარჯვებულები NASA Johnson Space Center-ს ესტუმრნენ, სადაც კოსმონავტების საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, რომ  ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და ჯამში 240 გუნდს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. წელს, კონკურსის მეგობარი გახდა კომპანია ჯეოსელი.