geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

2017-05-18

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 
კონფერენცია გაიმართა „პროფესიული განათლების პროგრამების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ინიციატივას.

კონფერენცია მიზნად ისახავს კერძო სექტორს გააცნოს პროფესიულ განათლებაში არსებული შესაძლებლობები და სტიმული მისცეს მათ აქტიურ ჩართულობას.