geo eng
ამერიკის ელჩმა საქართველოში და განათლების მინისტრის მოადგილემ ონის ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნეს

2017-09-25

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ონში სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ონის სკოლა ერთ-ერთია იმ 30 სკოლიდან, რომელიც ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებული სპორტული დარბაზებით, საკლასო ოთახებით და სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიებით შეხვდა.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა და განათლების და მენციერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.

„ყოველთვის ვხედავდი საქართველოს განვითარების და წარმატების პოტენციალს. დღევანდელმა დღემ ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა და დავრწმუნდი, რომ საქართველო ნამდვილად სწორ გზაზე დგას. მოხარული ვარ, ამ პროცესებში ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი რომ შეაქვს.“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ.

“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია მიესალმება საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობას და შედეგად მოხარული ვართ, ონის შთამბეჭდავი, ახლადრეაბილიტირებული სკოლის გახსნით. ონის რეაბილიტირებულ სკოლაში 400-ზე მეტ მოსწავლეს უკვე შეუძლია ისწავლოს თბილ, უსაფრთხო, თანამედროვე გარემოში და ჩაატარონ ექსპერიმენტები სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში მთელი წლის განმავლობაში.”- აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა

განათლების და მენციერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. გავხსენით ონის საჯარო სკოლა, რომელიც სრულად არის რეაბილიტირებული და აღჭურვილია საბუნებისმეტყველო მეცნიერების ლაბორატორიებით. თითოეული სკოლის რეაბილიტაცია კი საქართველოს განათლების განვითარებას და წინსვლას უწყობს ხელს.“ - აღნიშნა მან.