geo eng
პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამის საჯარო გამოფენა გაიხსნა

2017-10-31

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშირისო კონფერენციის ფარგლებში იმართება და 10 პროფესიული სასწავლებელი დამთვალიერებელს ახალი პროგრამების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას აცნობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია მომავლის პროფესიები, რომლებიც ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის  პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შევქმენით 2 ძირითადი მიმართულების - საფეხმავლო და სამთო გიდის პროფესიული სასწავლო პროგრამები. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებთან და ასოციაციებთან და ჩვენი პროგრამები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულ პროგრამებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მსურველები გვყავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ეს პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროფესიაა“  - არჩილ ცინცაძე, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე.

პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის $12 მილიონი ბიუჯეტის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.