geo eng
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2017-11-01

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ფონდის ინფორმაციით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების პოპულარობის გაზრდა,  მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების, ისე ინდივიდების მიერ.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 - პირველად ტარდება საქართველოში. ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიული განათლება ქვეყანაში მეტად პოპულარული და ყველასთვის სასურველი გავხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმაც და სტუდენტმაც სწორად იცოდეს რას გულისხმობს და რა შესაძლებლობებს თავაზობს პროფესიული განათლება“, - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

დაჯილდოებას დაესწრნენ ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი და საქართელოს ვიცე- პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა.

„დაჯილდოების ღონიძიება არის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის. უკვე გვაქვს კარგი შედეგები, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სტუდენტი ირჩევს პროფესიულ სასწავლებელს. მნიშვნელოვანია, რომ მივიქციოთ სტუდეტების, მოსწავლებიის, მშობლების და დამსაქმებლების ყურადღება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ

წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

მთავარი პრიზის მფლობელები: ნიკოლოზ წიკლაური - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ და
არჩილ გობეჯიშვილი - პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“

წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი

. მთავარი პრიზის მფლობელები:  მანუელ ფაუნდეს-ბარანდა - ააიპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ და ინეზ პარუნაშვილი - სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“

წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება

მთავარი პრიზის მფლობელები: ააიპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ და
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“

წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

 მთავარი პრიზის მფლობელები: Adjara Group Hospitality საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიასთან თანამშრომლობისთვის დაBP საქართველო - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის