geo eng
მცირე საგრანტო კონკურსის III რაუნდი გამოცხადდა

2018-03-01

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III და საბოლოო რაუნდს აცხადებს.  

პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მიზანი საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენაა, რომელიც გააუმჯობესებს სწავლების მიწოდების ხარისხს და გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში. გრანტის მოცულობა5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა. 

მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან, როგორც ფორმალურ ასევე არა-ფორმალურ განათლებაში, კერძო კომპანიებს, პროფესიულ ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

მოთხოვნა წინადადების მოწოდებაზე (RfP) და განაცადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე (http://www.iswd.ge/eng/documents/2/). განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 აპრილი. 

შეგახსებებთ, რომ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 17 პროექტი, საერთო ღირებულებით 242,100 აშშ დოლარი. დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, დაინერგა ინოვაციური სასწავლო მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შემუშავდა ახალი მიდგომები სკოლის ასაკის ბავშვებში, სტუდენტებსა და ზრდასრულებში პროფესიული განათლების პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, გამოვლინდა კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ახალი პრააქტიკები. დაფინანსებული პროექტების დეტალური აღწერა მოცემულია ელექტრონულ სახელმძღვანელოში, რომელიც ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-გვერდზე.