geo eng
აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების შორის თანამშრომლობის დაფინანსებას აგრძელებს

2018-03-29

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მესამე და საბოლოო რაუნდს აცხადებს. საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. 16 და 28 მარტს, საინფორმაციო სესიები ქუთაისსა და თბილისში ჩატარდა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს დეტალურ ინფორმაცია საგრანტო კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ.

პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მიზანია საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა, რომელიც გააუმჯობესებს სწავლების მიწოდების ხარისხს და გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდე.

მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან, როგორც ფორმალურ ასევე არა-ფორმალურ განათლებაში, კერძო კომპანიებს, პროფესიულ ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოთხოვნა წინადადების მოწოდებაზე (RfP) და განაცადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე (http://www.iswd.ge/eng/documents/2/). განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 აპრილი.

შეგახსებებთ, რომ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 17 პროექტი, საერთო ღირებულებით 242,100 აშშ დოლარი. დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, დაინერგა ინოვაციური სასწავლო მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შემუშავდა ახალი მიდგომები სკოლის ასაკის ბავშვებში, სტუდენტებსა და ზრდასრულებში პროფესიული განათლების პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, გამოვლინდა კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ახალი პრაქტიკები.

დაფინანსებული პროექტების დეტალური აღწერა მოცემულია ელექტრონულ სახელმძღვანელოში, რომელიც ხელმისაწვდომია    პროექტის   ვებ- გვერდზე http://www.iswd.ge/.