geo eng
ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის ჯილდოს 2020 წლის კონკურსი ცხადდება

2020-03-17

ათასწლეულის ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან  და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.

კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 2016 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელშეწყობის მიზნით და ოთხი წლის მანძილზე კონკურსში 150-ზე მეტ კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული. კონკურსში გამოვლინდებიან ის კომპანიები, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ სამუშაო ადგილზე თანასწორობას, უზრუნველყოფენ თანამშრომელთა ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვას, მხარს უჭერენ  ქალების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

წინა წლის გამარჯვებული კომპანიებია:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე 2020 წლის 30 აპრილამდე: kchitashvili@millennium.org.ge

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკაციების მიღება, განხილვა და გადარჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები შეხვდებიან კონკურსის კომისიას და კონკურსის ანკეტაში მითითებულ ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. 2020 წლის ბოლომდე გაიმართება გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონია.

რა არის ქალთა გაძლიერების პრინციპები?

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, მხარს უჭერენ კომპანიებს, შეუერთდნენ პრინციპებს. WEP-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს:  https://www.weps.org/