geo eng
წინასატენდერო შეხვედრა და სკოლების დათვალიერება საქართველოს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისი საპროექტო-სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისა და ზედამხედველობის ტენდერის ფარგლებში

2014-10-28

PP05-A3/GEP/CS/LCS/03

საქართველოს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისი საპროექტო-სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისა და ზედამხედველობის ტენდერის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის გამართავს წინასატენდერო შეხვედრას და ტენდერით გათვალისწინებული სკოლების დათვალიერებას.

სკოლების დათვალიერება (ძეგვის, საქაშეთის და ბებნისის საჯარო სკოლები) დაგეგმილია 2014 წლის 30 ოქტომბერს, დილის 11:00 საათზე ადგილობრივი დროით (GMT+4) და გაგრძელდება 4-5 საათი. ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები უნდა გამოცხადნენ მითითებულ დროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102.

წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2014 წლის 31 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე ადგილობრივი დროით (GMT+4), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიბლიოთეკაში, მე-3 სართული, დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102. წინასატენდერო შეხვედრაზე დასწრება რეკომენდებულია, მაგრამ არ არის სავალდებულო. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა მიმართონ ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველოს შესყიდვების დეპარტამენტს დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში და საშვების უზრუნველსაყოფად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს შესყიდვების დეპარტამენტს, ტელ.: 591140848, ელ.ფოსტა: procurement@mcageorgia.ge