geo eng
თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს შეხვდა

2014-11-25

თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კორპორაციის ვიცეპრეზიდენტის მოადგილე სინდი ჰუანგი და კომპაქტის მმართველი დირექტორი ჯონათან ბრუქსი.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი და საქართველო 2020 უმაღლესი განათლების პროგრამას, რომელსაც საქართველში აშშ-ს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და საინჟინრო სპეციალობებზე საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტქნოლოგიების სპეციალობებისა და განათლების ხარისხის გაძლიერებას.

აღნიშნული უნიკალური პროგრამა საქართველოში პარტრნიორ უნივერსიტებში - თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნვიერსიტეტში ხორციელდება. 2015 წელს ჩარცხული სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და საერთაშორისო სტანდარტის ამერიკული დიპლომებს. პროგრამის განსახორციელებლად, კომპაქტის ფარგლებში, მოხდება 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება.

საქართველოს დელეგაციის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის მიზანია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების შემდგომი განვითარების განხილვა, სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტის პროგრამების ადგილზე გაცნობა.