geo eng
პროექტი: ქალები ტექნოლოგიებში - ფოტოები საქართველოს არქივებიდან

2015-01-06

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ განახორციელა პროექტი „ქალები ტექნოლოგიებში - ფოტოები საქართველოს არქივებიდან“.  ფონდმა საქართველოს არქივებში ის საინტერესო ფოტომასალა მოიძია, რომელიც ასახავს ქალებს ტექნოლოგიებში.  შედეგად მომზადდა და გამოიცა 2015 წლის კალენდარი, რომელიც ეძღვნება ქალების საქმიანობას მრეწველობასა და ტექნოლოგიებში.  ფოტოები ასახავს ჩვენი წინაპრების, წარმატებული ქალების მიერ ქვეყნის განვითარებაში შეტანილ ფასდაუდებელ წვლილს.

„ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა და ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფა.  სწორედ გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფს ქალსა და კაცს შორის თანაბარ პირობებსა და შესაძლებლობებს.  ქვეყნის წინსვლას განაპირობებს ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ინდუსტრიული განვითარების პროცესში თანაბარი მონაწილეობა  და საზოგადოებრივი პროგრამებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით თანაბრად სარგებლობა. ეს ფოტოები მოწმობს, რომ საქართველოში არაერთი მისაბაძი მაგალითი გვქონია და ქალები წარმატებით მოღვაწეობდნენ მრეწველობასა და ტექნოლოგიებში. იმედი გვაქვს, რომ  ფოტოები საინტერესო იქნება თქვენთვის და გაგვახსენებს, რომ ქალი  წარმატებულია ნებისმიერ სფეროში,  რომელიც არ უნდა აირჩიოს.“ - აღნიშნა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ 2015 წლის კალენდრის მისასალმებელ ნაწილში. ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

იხილეთ მთლიანი კალენდარი.