geo eng
გრძელვადიანი პარტნიორობა უმაღლესი განათლების განვითარებისთვის

2015-06-08

2015 წლის 6-8 ივნისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამართა კონსულტაციები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დაწყებას.  ჩატარებული სამუშაოები წარმატებულად შეფასდა და შეხვედრაზე მოხდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის თანამშრომლობის მომავალი 45 თვის სამოქმედო გეგმის განხილვა და შეთანხმება.  შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტის გუნდის წევრები.  ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთი წლის მანძილზე ჩატარებული ერთობლივი სამუშაოების შედეგად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მომავალი სასწავლო წლიდან აბიტურიენტებს სთავაზობს აშშ-ში აკრედიტირებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟნერიაში და ქიმია/ბიოქიმიაში.  პროგრამები საქართველოს სამ პატრიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს სამი პარტიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება, ლაბორატორიების და აუდიტორიების რეაბილიტაცია-მშენებლობა და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარება. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://georgia.sdsu.edu:81/