geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

2015-07-07

6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 12-18 წლის სკოლის მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დავით უსუფაშვილმა გამარჯვებულ გუნდების წევრებს თბილისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში უმასპინძლა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა გააცნო. მოსწავლეებმა პირადად გააცნეს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ინოვაციური პროექტები, მათი განვითარებისა და კომერციალიზაციის გეგმებზე. აგრეთვე, მოსწავლეებმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ისაუბრეს სოციალურ - ეკონომიკური და საგანმანათლებლო საკითხებზე.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, კერძო სექტორთან შეხვედრა იგეგმება, სადაც კონკურსის ფინალში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები იქნება განხილული. „წარმოდგენლი გამოგონებების უმრავლესობა არ საჭიროებს მსხვილ ინვესტიციას და შესაძლოა, ამით კერძო სექტორი დავაინტერესოთ. ზოგადად, კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ ახალგაზრდებში ინოვაციებ, ტექნოლოგიებ და საბუნებისმეტყველო საგნებ პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ ჩატარდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მოსწავლეებისთვის საქართველოს პარლამენტში ექსკურსია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებმა პარლამენტის თბილისის ისტორიული შენობა დაათვალიერეს და პარლამენტარიზმის ისტორიას, სტრუქტურას, მისიასა და როლს, ასევე, კანონშემოქმედებით პროცესს გაეცნენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელიც აშშ-ის კონრადის ფონდთან პარტნიორობით ხორციელდება. კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და გამოგონებების პოპულარიზაციასა და წახალისებას.