geo eng
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის კონსულტანტების ტენდერი

2015-10-13

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ორი ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისათვის. კონსულტანტები ითანამშრომლებენ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. შესყიდვა ეხება ორი კონსულტანტის მომსახურებას, კერძოდ: ტრენერთა სკოლის კონსულტანტისა და ტრენინგ მოდულების შემქმნელი კონსულტანტის. 

ტრენერთა სკოლის კონსულტანტის მოვალეობაა ტრენერთა სკოლის დიზაინის შემუშავება და დანერგვის პროცესში ცენტრისთვის დახმარების გაწევა.  შესამუშავებელია ტრენერთა სკოლის მართვისა და მუშაობის სტრატეგია და ასევე, ტრენერთა კურიკულუმი, რომელიც დაეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენებას.

ტრენინგ მოდულების შემქმნელის მოვალეობაა მოსწავლეზე ორიენტირებული კურიკულუმის მომზადება და დანერგვა მათთვის, ვინც იმუშავებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგების მასალების შემუშავებაზე.

ტენდერი ხორციელდება ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტით დაგეგმლია მე-7-12 კლასის პედაგოგების პროფესიული განვითარება შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინგლისური ენა, გეოგრაფია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ტენდერით დაინტერესებულმა  პირებმა,  სამუშაო აღწერილობა და ინტერესის გამოხატვის ფორმა  უნდა მოითხოვონ შემდეგ მისამართზე ელ.ფოსტის გამოგზავნით:  

ბ-ნ დიმიტრი ქემოკლიძეს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს

შესყიდვების დირექტორს

Email:  procurement@mcageorgia.ge

სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა  2015 წლის 22 ოქტომბერი; 3:00  სთ. საქართველოს დროით (GMT+4).

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება იხილეთ შემდეგ ბმულზე გადასვლით.