geo eng
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მართვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა

2015-11-19

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მართვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას.  

ტენდერი ხორციელდება ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტით დაგეგმილია საქართველოს მე-7-12 კლასის პედაგოგების პროფესიული განვითარება შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინგლისური ენა, გეოგრაფია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

საკონსულტაციო მომსახურების ძირითადი მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის პროექტის განხორციელების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა,  მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ტრენინგ-მოდულების შინაარსის  განსაზღვრა, პროექტის ყველა მიმართულებაზე რეკომენდაციების  გაწევა, პროექტის რისკების შეფასება და ეფექტური რეაგირების მექანიზმების  შემუშავება,  პროგრამის ხარისხის მაკონტროლებელი სისტემების შეთავაზება და დანერგვა.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა სრული სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე, მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით: 

            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო

            დიმიტრი ქემოკლიძე

            შესყიდვების დირექტორი

            ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.ge

                                rgobejishvili@mcageorgia.ge 

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 8 იანვარი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4).

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება იხილეთ შემდეგ ბმულზე.