geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები გამოცხადდა

2015-12-07

გამოცხადდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურის მეორე ეტაპის შედეგები. ექსპერტთა კომისიამ, მეორე ეტაპზე გასული ოცდათექვსმეტი გუნდიდან, კონკურსის მესამე ეტაპისთვის შეარჩია ათი გუნდი. გუნდების შერჩევა მოხდა ინტერვიუების საფუძველზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების და კონრადის ფონდის მოთხოვნების გათვალისწინებით.

კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, ხონის, ბათუმის და სოფელ ნამაშევის სკოლებიდან.

ფინალში გასულ გუნდებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, იმისათვის, რომ გუნდებმა განავითარონ თავიანთი ინოვაციური პროექტები და დასრულებული სახით წარადგინონ ისინი კონკურსის ფინალში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2016 წლის თებერვალში, თბილისში. კონკურსის ფინალში, გუნდები კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს. ექსპერტთა კომისია შეარჩევს გამარჯვებულებს, რომელთაგან პირველ ადგილზე გასული, 2016 წლის აპრილში, გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტებია:

1.      პროცესორიდან ნეირონამდე | ვლ. კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი;

2.      მზის პანელის მქს-ს გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია | ახალი ლიცეუმი, აია - GESS, თბილისი;

3.      მემბრანული კინემატიკური წყვილებიანი ორიგინალური განშლადი კონსტრუქციის დიზაინი | ვლ. კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა, აია - GESS, თბილისი;

4.      Universalmeter | ვლ. კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა, 128-ე საჯარო სკოლა, თბილისი;

5.      InnArm | ვლ. კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი;

6.      ჯავშანჟილეტი ფიჭა | მეორე საჯარო სკოლა, სოფ. ნამაშევის საჯარო სკოლა. ხონი, სოფელი ნამაშევი;

7.      ანდროიდის გუნდი | ნიკო ნიკოლაძის სკოლა - ლიცეუმი, ქუთაისი;

8.      ACS | პირველი ექსპერიმენტული სკოლა, თბილისი;

9.      ატმოსფეროში საწვავის წვის პროდუქტების მონიტორინგი ლაზერის სხივის ფლუქტუაციების ანალიზით | ნიუტონის თავისუფალი სკოლა, თბილისი;

10.  ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის | მერვე საჯარო სკოლა, ბათუმი.

ვულოცავთ კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე გუნდებს, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში აქტიური ჩართულობისთვის.