geo eng

ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების მიმართულება შემდეგი აქტივობისგან შედგება:

  1. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება

  2. საგანმანათლებლო შეფასებების ხელშეწყობა

  3. სკოლების რეაბილიტაცია

  4. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

  5. კამპანია #მოუაროთსკოლას

საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარება

პოექტის  მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება საბუნებისმეტყველო  საგნებში.  პროექტის ფარგლებში მოხდება 24,000-მდე საჯარო სკოლის პედაგოგის, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინტენსიური გადამზადება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად მიზნად ისახავს:

  • საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას  შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინგლისური ენა, გეოგრაფია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

  • სკოლის მართვის გაუმჯობესებას;

  • ქვეყნის მასშტაბით სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას.

საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასების ხელშეწყობა

პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საკლასო შეფასების  სისტემის შექმნა, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა.

ეროვნული შეფასებების ჩატარების მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის სკოლის დონეზე დანერგვის მდგომარეობის შესწავლა, მოსწავლეთა პროგრესის შემოწმება სხვადასხვა დროის მონაკვეთში და რეკომენდაციების შემუშავება.

საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის მიზანია, მოხდეს განათლების სისტემის მდგომარეობის შედარება სხვა ქვეყნებთან. კონტექსტის გათვალისწინებით და მისი მხედველობაში მიღების შემთხვევაში ხდება ადგილობრივი განათლების ესქპერტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

კომპაქტის ფარგლებში, მოხდება საკლასო შეფასების სისტემის დანერგვა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ისეთი შეფასების სისტემის დანერგვას, რომელიც მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად მოახდინოს თითოეული მოსწავლის პროგრესის შეფასება და დაგეგმოს სასწავლო პროცესი მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსში დღეისათვის 1500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას ღებულობს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. დეტალური ინფორმაცია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის გვერდზე: https://www.facebook.com/MCAinnovations/

კამპანია #მოვუაროთსკოლას

კამპანია #მოვუაროთსკოლას 2018 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების წახალისება. აღნიშნული ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას. კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად  გამოვლინდება სამი საუკეთესო საჯარო სკოლა, რომელიც შეიმუშავებს და განახორციელებს სკოლის მოვლის (სკოლის შენობა და ეზო) გრძელვადიან, თანმიმდევრულ გეგმას და კონცეფციას.