geo eng
პროექტი "მეხანძრის ტანსაცმელი"

2018-05-03

ვანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში სკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს. 

ლაშა სოხანეიშვილმა, ნიკა ძიგვაშვილმა, ქრისტინე გოგორიშვილმა, ლუკა ყურაშვილმა და გიორგი გოგიბერიძემ ინოვაციური პროექტი მეხანძრის აღჭურვილობას მიუძღვნეს. 
ახალგაზრდებმა მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით შექმნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეხანძრეს უფრო დიდხანს შეეძლება ცეცხლთან ბრძოლა. 

„ჩვენ, მეგობრები ხშირად ვმსეჯლობთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე. რადგან ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა ხანძრები და მის მიერ მოყენებული ზარალი იყო, გადავწყვიტეთ ამ პროცესების ეფექტურად მართვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. შევქმენით ისეთი ტანსაცმელი, რომელიც უფრო დიდხანს უძლებს ცეცხლს, ვიდრე მეხანძრის ჩვეულებრივი ფორმა. ჩვენი აღჭურვილობა, დანერგვის შემთხვევაში, უფრო ეფექტურს გახდის მეხანძრის მუშაობას.“ – აღნიშნავს გუნდის ერთ–ერთი წევრი ქრისტინე გოგორიშვილი.

პროექტი „მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ​