geo eng
ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გოგონები Nasa-ში

2018-07-05

სამი გამომგონებელი გოგონა: 15 წლის ანი თეთრაშვილი , 17 წლის თამარ მიქელაძე  და 17 წლის ნინი ხუნძაყიშვილი NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას და სპეციალურ პროგრამაში იყვნენ ჩართულები. გოგოები Nasa-ს სასწავლო ცენტრში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award-ის გამარჯვების შემდეგ გაემგზავრნენ. მათი გამოგონება "რობოტი ლაბორანტი" კონკურსის საუკეთესო პროექტად აღიარეს.

Nasa-ს სასწავლო ცენტრში ახალგზარდა გამომგონებლებმა უნიკალური სასწავლო ბაზა დაათვალიერეს და ისეთ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც მხოლოდ კოსმონავტებს უწევთ წვრთნების გავლა.

სასწავლო პროგრამის შემდეგ გამომგონებელი გოგოები კიდევ სხვა საინტერესო პროექტებსა და გამოგონებებზე აპირებენ მუშაობის გაგრძელებას და მიღებულ გამოცდილებას სხვა თანატოლ გამომგონებლებსაც გაუზიარებენ.