geo eng
ალისა აბაჯიანის წარმატების ისტორია

2018-09-06

ალისა აბაჯიანი ქვემო ქართლიდანაა. იგი უკვე რამოდენიმე წელია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის სკოლას ხელმძღვანელობს. ქალბატონი ალისა არაქართულენოვანი სკოლების დირექტორების ლიდერობის აკადემია 2-ის ტრენინგ მოდულებს გადის. ის აქტიურადაა ჩართული პროფესიულ განვითარებაში და ცდილობს, მიღებული ცოდნა მაქსიმალურად ეფექტურად დანერგოს სკოლაში.

„ძალიან მომწონს ტრენინგები და ვცდილობ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს პატარა სკოლაშიც დავნერგო. ჩემი მიზანია, ვმართო ისეთი სკოლა, სადაც მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო იქნება შექმნილი. ქართული ენა რამოდენიმე წელია რაც ვისწავლე და თავისუფლადაც ვსაუბრობ, თუმცა ის, რომ ტრენინგების მასალები სომხურ ენაზეა და ტრენერებიც სომხურად გვიხსნიან ყველაფერს, გვიადვილებს, უკეთ ჩავწვდეთ ყველა დეტალს და არ შეგვექმნას აღქმის პრობლემა“ - ამბობს სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში საჯარო სკოლების დირექტორთა გადამზადების პროგრამა, ლიდერობის აკადემია, 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვადასხვა რეგიონში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისათვის პროფესიული განვითარების კურსების მშობლიურ ენებზე პირველად ტარდება. ტრენინგებს აზერბაიჯანულენოვანი, რუსულ და სომხურენოვანი ტრენერები უძღვებიან.