geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი MGH-ის წარმატების ისტორია

2019-03-18

"დღეს რეგიონებში არსებული წყლის მიწოდების სისტემები უმეტესად გაუმართავია. კუსტარულად დამონტაჟებული აპარატურის მოვლა და მოხმარება, საერთო ჯამში, უფრო ძვირი უჯდება მომხმარებელს, აქედან გამომდინარე, გვინდოდა მოცემული პრობლემა გადაგვეჭრა ჭკვიანი მოწყობილობებით და თანამედროვე სენსორების გამოყენებით, რომელთა საშუალებითაც წყლის მიწოდების სისტემა ტექნიკურად დაცული და ადვილად სამართავი იქნებოდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, გუნდის რამდენიმე წევრი თავად აპირებს თავის სოფელში გამოიყენოს და გამოსცადოს ჩვენ მიერ შექმნილი მოწყობილობა."

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - MGH.