geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი Motion-ის წარმატების ისტორია

2019-03-19

"გვინდა მაქსიმალურად ზუსტად აღვწეროთ ადამიანის მოძრაობა და გადაადგილება სივრცეში. თანაბარი გადაადგილების აღწერის მიზნით ვიყენებთ რამდენიმე სახის განსხვავებული დანიშნულების სენსორს.

ჩვენი გამოგონება არსებული სისტემებისგან იმით განსხვავდება, რომ ხელმისაწვდომია და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი უნიკალურობაც.

ამდაგვარი სკანერები დღეს უკვე შექმნილია და აქტიურადაც გამოიყენება, თუმცა ამ უკანასკნელთა შეძენა ძალიან ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ შეგვექმნა მათი ანალოგიური სისტემა - იაფი და ფართოდ გავრცელებული სენსორების გამოყენებით."

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - Motion.