geo eng
2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნა

2014-09-11

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველომ ამერიკელ კოლეგებთან ერთად

2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულთახსოვნა საზოგადოებრივი საქმიანობის დღითაღნიშნა

2014 წლის 11 სექტემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებთან ერთად და კომპანია სილქნეტთან პარტნიორობით, 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ეწვევია და საზოგადოებრივი საქმიანობის დღე აღნიშნა.

საზოგადოებრივი საქმიანობის დღე 2002 წელს დააფუძნეს იმ ოჯახებმა, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებით, პატივის მიგება ყველა დაღუპულის ხსოვნას, რომლებმაც თავი შეწირეს მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების მსახურებას.

საზოგადოებრივი საქმიანობის დღის აღსანიშნავად საქართველოში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს თანამშრომლებმა, კომპანია სილქნეტის წარმომადგენლებმა, ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად მოხალისედ იმუშავეს თბილისის 82 საჯარო სკოლაში და დაეხმარნენ ადმინსიტრაციას სასწავლო წლის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში. კომპანია სილქნეტმა სკოლას საჩუქრად გადასცა National Geographic-ის ორი წლის განმავლობაში გამოშვებული ჟურნალები და პროექტის „საშინაო სკოლა“ უფასო ინსტალაციის ვაუჩერი.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ზაფხულიდან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე 140 მლნ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში პროექტებს ახორციელებს. მათ შორისაა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სასწავლო პროცესის ეფეტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2015 წლის ზაფხულიდან განხორციელდება საქართველოს 130-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

საზოგადოებრივი საქმიანობის დღეში მონაწილეობით, ქართველმა და ამერიკელმა მოხალისეებმა პატივი მიაგეს ყველა ამერიკელ და ქართველ გმირს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს მათი ქვეყნების, ოჯახებისა და მეგობრების საკეთილდღეოდ. შესაბამისად, მოხალისეებმა სიმბოლურად გაუწოდეს ხელი მათ, ვისაც ეს დღეს სჭირდება.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე