geo eng
კვლევები

2013-05-20

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აპირებს ჩაატაროს კვლევები, რომლებიც შეისწავლიან მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებში ცოდნის მიღებისა და დასაქმების მხრივ არსებულ ბარიერებსა და შესაძლებლობებს.

კვლევები მიზნად ისახავს:

- სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და გოგონებისთვის არსებული დაბრკოლებებისა და გამოწვევების შესწავლას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების კუთხით;

- დამსაქმებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნის მქონე დეფიციტური პროფესიების ანალიზს;

- გოგონებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგებში განათლების მიღებისა და დასაქმების სურვილის გაღვივების მიზნით რეკომენდაციების მომზადებას;

- საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ივესტიციის ხელშეწყობას ბენეფიციარების მრავალფეროვნებისა და სოციალური და გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით