geo eng
გენდერული თანასწორობა განათლებაში - შეხვედრების ციკლი გრძელდება

2016-03-15

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 15 მარტს, სასტუმრო „რუმსში“ გამართა რიგით მესამე შეხვედრა ციკლიდან - გენდერული თანასწორობა განათლებაში.  შეხვედრა მიეძღვნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე საქმიანობის ჭრილში გენდერული სტრატეგიის თემატიკას.  მოეწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო 2020 პროექტში გენდერული ჩართულობის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია და განხილვა.  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტებმა წარადგინეს სტუდენტური კლუბი  „გააძლიერე ქალები“.  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს თემაზე „როგორ  შევუწყოთ ხელი გოგონების ჩართვას ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო პროგრამებში“ და წარადგინეს პროექტი პროფესიული მენტორები სტუდენტი გოგონებისთვის.  შეხვედრაზე მოეწყო გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების  შესახებ კვლევის პრეზენტაცია, რომელიც მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ. 

პრეზენტაციების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებიც  წარმოადგენდნენ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო დარგებში მოქმედ პრაქტიკოსებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და გენდერის ადვოკატირების სპეციალისტებს, იმსჯელეს გენდერული ჩართულობის ხელშეწყობის გზებზე.

ფონდის მიერ ინიცირებული შეხვედრების ციკლის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირება ფონდის საქმიანობის შესახებ და გენდერული თანასწორობის თემატიკის პოპულარიზება.