geo eng
12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

2016-09-17

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაასრულა 12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბებნისის, გორის #5, ზერტის, თიანეთის #1, ოკამის, საქაშეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ძეგვისა და ხიდისთავის საჯარო სკოლების საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია.

პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს, ხოლო 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.