geo eng
სკოლების რეაბილიტაცია

2013-05-30

პროექტით გათვალისწინებული სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან შეთანხმებით შეირჩა ის სკოლების, რომლებსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ჩაუტარებს სრულ რეაბილიტაციას პირველი ფაზის ფარგლებში. შერჩეული 37 სკოლა საქართველოს ოთხ რეგიონში მდებარეობს: მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი და რაჭა-ლეჩხუმი.

დღეისათვის გამოცხადებულია ტენდერი კონსულტანტი კომპანიის შესარჩევად, რომელმაც უნდა შეიმუშაოს შერჩეული სარეაბილიტაციო სკოლების დიზაინი (რომელშიც ასახული უნდა იქნას პროექტით განსაზღვრულ ფარგლებში კონსულტანტი კომპანიის მიერ ჩატარებული გარემოს დაცვითი, სოციალურ და გენდერულ საკითხთა კვლევის შედეგები) და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად საჭირო შესაბამისი სატენდერო დოკუმკენტაცია.

გამოცხადებული სატენდერო წინადადების შესაბამისად რამოდენიმე სკოლის დათვალიერების, კონკრეტულ მაგალითებზე ტექნიკური საკითხების განხილვისა და დაინტერესებული კომპანიების მიერ სატენდერო წინადადებების მომზადების ხარისხის გაუმჯობებსების მიზნით, მიმდინარე წლის 29-30 მაისს განხორციელდება დარეგისტრირებული კონსულტანტი კომპანიების წარმომადგენლების და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს თანამშრომელთა ვიზიტი სამ წინასწარ შერჩეულ სკოლაში კასპის რაიონში (კასპის #1 საჯარო სკოლა, კასპის რაიონი სოფელი ოკამის საჯარო სკოლა და კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლა) და ჩატარდება წინა სატენდერო კონფერენცია, სადაც დეტალურად იქნება განხილული გამოცხადებული სატენდერო სამუშაოების შინაარსი, მონაწილე მხარეების ურთიერთმიმართება, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, და, აგრეთვე, საკონსულტაციო საპროექტო კომპანიის მიერ შესამუშავებელი და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა.

წინა სატენდერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენელი - ჯომ მაკნიკოლასი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - გიორგი ზურაბაშვილი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს შესყიდვების დირექტორის, გარემოს დაცვითი და სოციალურ საკითხთა დირექტორის და ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი ინჟინრის მიერ ჩატარდება პრეზენტაციები, რომელთა შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი.

შესყიდვების დადგენილი პროცედურების შესაბამისად დაინტერესებული საკონსულტაციო-საპროექტო კომპანიების წარმომადგენლების დამატებითი შეკითხვები წერილობითი ფორმით გაეგზავნება ფონდის შესყიდვების დეპარტამენტს. პროცედურის თანახმად შეკითხვების დასმა შესაძლებელია სატენდერო განაცხადების გახსნამდე 20 დღით ადრე პერიოდში. შესაბამისად, გამომდინარე სატენდერო განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადიდან - 27 ივნისი, წერილობითი პასუხები დასმულ შეკითხვებზე გაიცემა მხოლოდ 7 ივნისამდე.