geo eng
სკოლების მოვლა-პატრონობის ახალი სისტემა ყველა ახალაშენებულ და ახალგარემონტებულ სკოლაში

2017-01-11

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროექტის შემუშავებას ინიცირება მოახდინეს. პროექტი სკოლებს საშუალებას მისცემს უკეთ მართონ ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელი წინაპირობაა სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისთვის. 

საქართველოს საჯარო სკოლების შენობების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი მოვლა-პატრონობის სისტემა არ არსებობს, რამაც განაპირობა შენობების მდგომარეობის თანდათანობითი გაუარესება. ეს საგანმანათლებლო სისტემისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს და მისი გადაჭრა  აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება. 

საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მეორე  $140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში.