geo eng
კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

2017-01-31

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია - საქართველო იწვევს კერძო სექტორის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ქალების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდამჭერ კონკურსში.

კონკურსი გამოავლენს საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქალებს მიიღონ განათლება, გააქტიურდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში, ყველა დონეზე და მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზება.

კონკურსი წელს მეორედ ტარდება. შარშანდელ გამარჯვებულებს შორის იყვნენ კომპანიები : BP საქართველო, ლივინგსტონი, თიბისი ბანკი და ასოციაცია ‘ქართული ღვინო’

ფონდი გეგმავს, რომ ამ ინიციატივამ ტრადიციული ხასიათი მიიღოს. გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ - ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 თებერვალი.

კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ