geo eng
გამოცხადდა ახალი სასტიპენდიო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის

2017-03-07

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია - ბიოქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სხვადასხვა სკოლის 70-მდე მოსწავლეს შეხვდნენ.  სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს ქიმიური ექსპერიმენტები და ტექნოლოგიურ - შემეცნებითი თამაშები, რომელიც მათ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში გამოიყენება.

ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კი ამერიკის საელჩოს მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადება გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ბატონმა იან კელიმ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის სპეციალური სტიპენდია გამოაცხადა. 5 სრული სტიპენდია ამერიკის საელჩოსგან, საშუალებას მისცემს მომავალ სტუდენტებს სრულიად უფასოდ ისწავლონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ და საზოგადოებას მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა თეიმურაზ მურღულიამ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილემ ბატონმა ჰალილ გუვენმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ქალბატონმა ჯენერ ედელმანმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ.