geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გამოფრმდა

2017-04-03

3 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და უნივერსიტეტის დეკანმა კენ უოლშმა. 

მემორანდუმის ფაგლებში, სამინისტრო დაეხმარება საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სპორტული ტურნირების გამართვაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან მენტორობის, სტაჟირების პროგრამების მიმართულებით.

მემორანდუმის ხელმოწერას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის ნაკრები, რომელიც კალიფორნიიდან საქართველოში  ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. მორაგბეებმა  აშშ-საქართველოს დიმპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი თამაში, ლელო არენაზე, 2 აპრილს გამართეს. კალიფორნიელმა მორაგბეებმა ქართულ სამოყვარულო კლუბ „დევებთან" ამხანაგური მატჩი გამართა.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ლექციები და პრეზენტაციები ახალგაზრდულ ბანაკებში და სხვა ღონისძიებებზე, რომელებიც მოეწყობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წელს საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს წარმომადგენლობა. კალიფორნიის ეს წამყვანი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს.