geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ოყურეშისა და ონის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დაასრულა

2017-07-07

სოფელ ოყურეშსა და ქალქ ონში თანამედროვე სტანდარტების სკოლების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ფონდის თანამშრომლები ონისა და ოყურეშის ახლადრეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. 

სოფელი ოყურეშის საჯარო სკოლაში სრულად რეაბილიტირებულია 1,490 კვ მეტრი ფართი, ხოლო ქალაქი ონის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოიცავდა 4,606 კვ. მეტრს. 

“ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს არაჩვეულებრივი, თანამდეროვე სტანდარტების სკოლა აქვთ. სკოლის კოლექტივს და მოსწავლეებს, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან აქ ისწავლიან, ვულოცავ ასეთ პროგრესს. დარწმუნებული ვარ, მომავალში მათი სწავლის შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება,” განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

სკოლის გარეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ეზოს მოწყობასა და სკოლების ავეჯით აღჭურვას განახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

ახალი სასწავლო წლისთვის სკოლები სრულად იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.