geo eng
25 წლიანი პარტნიორობის წარმატება

2017-07-31

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 31 ივლისს ეწვევა.  ამერიკის შეერთებული შტატები 25 წელია ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას.  2014 წლიდან, საქართველოში ხორციელდება აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მეორე ხუთწლიანი კომპაქტი, რაც საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა. აშშ-ისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო მადლობას უხდის ამერიკის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერისთვის!