geo eng
საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის 43-ე წლიური კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა

2017-10-04

საგანმანათლებლო სფეროში წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას "საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის 43-ე კონფერენციას“ წელს საქართველო მასპინძლობს.  კონფერენცია, რომლის მთავარი თემაა: "შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი"  2-6 ოქტომბერს ბათუმში იმართება.  კონფერენციას აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში.  ორგანიზატორები არიან საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IAEA) და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (www.naec.ge).   

კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იღებენ მონაწილეობას და მისი მთავარი მიზანი განათლების სექტორში შეფასებების თემაზე არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვაა.  ფორმატი, გარდა ძირითადი გამოსვლებისა, აქტუალური თემების განხილვასა და დებატებს ითვალისწინებს.

"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია" საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და  საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია, იხილეთ www.iaea2017.org  

#IAEA2017

#IAEA2017BATUMI