geo eng
„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“ მომხსენებელთა რეგისტრაცია ცხადდება

2018-02-06

"მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი" 2018 წლის „სკოლის მართვისა და ლიდერობისკონფერენციაზე“ მომხსენებელთა რეგისტრაციას აცხადებს.

სკოლის მართვის და ლიდერობის ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და მიზნად ისახავს სკოლის მართვის და ლიდერობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისათვის და მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლის გარემოს მართვის გასაუმჯობესებლად. კონფერენციის ფარგლებში სკოლის დირექტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებას.

კონფერენციის მომხსენებელი შეიძლება იყოს საქართველოს საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი. კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველები 2018 წლის 24 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/fRMuYCvUQYL93Xy92 და მითითებულ ვადებში გამოაგზავნონ ქვემოთ მოთხოვნილი ფორმების დაცვით შესრულებული მოხსენების აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  laacademyconference@gmail.com

კონფერენცია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს