geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღნიშნავს ქალთა ისტორიულ თვეს დოკუმენტური ფილმების ჩვენებით

2018-03-07

ქალების ისტორიული თვის აღსანიშნავად ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და ამერიკული კუთხის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო ფილმების ჩვენების ციკლი. პირველი კინოჩვენებისთვის, რომელიც გაიმართა 5 მარტს, 2018 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ლიგამუსში, შეირჩა ნორა პოჯისა და ინსია საიდის დოკუმენტური ფილმი „მან ის დაიწყო“. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, კატერინა ენტეპი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი, ჯენერ იდელმანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, სონია შაჰრიგიანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე, გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის წევრები.

მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა თვალი ედევნებინა ხუთი გოგოს ცხოვრებისთვის ორი წლის მანძილზე და გაეგო თუ როგორ ამუშავებდნენ ისინი ბიზნეს იდეებს, ქმნიდნენ სამუშაო ჯგუფებს, ქმნიდნენ და ბაზარზე გაქონდათ პროდუქტი, ეჯახებოდნენ სირთულეებს და წარუმატებლობის შემდეგ პოულობდნენ ძალას დაეწყოთ ყველაფერი თავიდან. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, რომელსაც წარუძღვა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ ბასილაია.

მაყურებლის მოწონება დაიმსახურა ფილმის გულახდილმა და დინამიურმა თხრობის სტილმა. აგრეთვე ახალგაზრდა მეწარმეების ისტორიების პარალელურად, პროფესიონალი ქალების, როგორიცაა ფეისბუკის პირველი ქალი ინჟინერი, გამოცდილების გაზიარებამ.

„ვფიქრობ ქალები უნდა ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს. ფილმმა გოგოებისთვის ნამდვილი როლური მოდელების სახეები შექმნა“ - თქვა ბრიანა ქუინტერომ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა.

სტუდენტებმა თავიანთ კომენტარებში აღნიშნეს, რომ გოგოები და ბიჭები ადრეული ბავშვობიდანვე იწყებენ პროფესიების დაკავშირებას სქესთან, ამიტომ აღნიშნულ თემებზე საუბარი ძალიან სასარგებლო იქნება ტექნოლოგიურ სფეროში არსებული გენდერული დისბალანსის გამოსასწორებლად.

ფილმი “მან ის დაიწყო” ნაჩვენებია თექვსმეტზე მეტ კინოფესტივალსა და ასობით სხვა დაწესებულებაში, სკოლებსა თუ კორპორაციებში მთელ მსოფლიოში.