geo eng
კარტიკამში სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

2018-04-20

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლა გაიხსნა.

სკოლა საზეიმოდ გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.  

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო განთლების ხარისხის გაძლიერებას, შესაბამისად თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სკოლების აღჭურვა ხელს შეუწყობს აღნიშნული დისციპლინების გაძლიერებას და სწავლა–სწალების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ დროისთვის, სამცხე ჯავახეთის რეგიონში  ექვს საჯარო სკოლას ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია.“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

სტუმრებმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სკოლის კოლექტივს, მოსწავლეებსა და მშობლებს სკოლის გახსნა მიულოცეს.

 „მოხარული ვარ  მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ მომენტში და საზეიმოდ გავხსნათ კარტიკამის საჯარო სკოლა. აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, აფინანსებს საქართველოში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს. ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწვალეებს მივცემთ მსოფლიო დონის განათლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გაძლიერებას და კეთილდღეობას.“– განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესმრულებელმა  ელიზაბეთ რუდმა.

2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს.  სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 13 ათასი მოსწავლისთვის.  

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.