geo eng
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიცია საბუნებისმეტყველო საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროების გაძლიერებისთვის საქართველოში

2013-02-28

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან 10 აპრილს შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს 30 მილიონი აშშ დოლარის სტრატეგიულ ინვესტიციას (გრანტს) საქართველოში საბუნებისმეტყველო, საინჟინტრო და ტექნოლოგიურ სპეციალობებში ამერიკული საბაკალავრო პროგრამების განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს წარმოამდგენლებმა განიხილეს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი და საერთაშორისო სატენდერო კომისიის რეკომენდაციები. აგრეთვე, მხარეებმა იმსჯელეს ხელშეკრულების დეტალებზე, საბაკალავრო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო წინამოსამზადებელ საქმიანობებბზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ მაკნიკოლასი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნენსი მერლინი და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შედეგად აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმი განახორციელებს.

2014 წლის თებერვალში, საერთაშორისო ტენდერის ფინალურ ეტაპზე, განათლების სფეროს საერთაშორისო, დამოუკიდებელი მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, რომელიც შეფასებისას ხელმძღვანელობდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური და ფინანსური კრიტერიუმებით, დაადგინა, რომ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განაცხადი რანჟირებით უფრო მაღალ პოზიციას იკავებს და აკმაყოფილებს შეფასების საკვალიფიკაციო პირობებს.

კომისიის შედეგები დაამტკიცა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სამეთვალყურეო საბჭომ.

პროექტი განხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებშირაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება აღნიშნული პროფესიების განვითარების გზით.